ავტორი:

რა ინციდენტი მოხდა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლისას

რა ინციდენტი მოხდა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლისას

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლას ინციდენტი მოჰყვა.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მანქანიდან გადმოსვლის დროს მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ისინი ამბობენ, ვაშაძემ იკითხა - "აა, ესენი ქოცები არიან", რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი მალევე ამოიწურა, თუმცა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ვაშაძე უბნიდან გამოვიდა. ადგილზე მას ისევ დახვდნენ მოქალაქეები და მისი რეპლიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ მათ ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რასაც შეიძლებოდა ვაშაძის გაღიზიანება გამოეწვია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები