ავტორი:

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ - ავტომატური შერჩევის ბარათით პენსიონერმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მოიგო

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ - ავტომატური შერჩევის ბარათით პენსიონერმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მოიგო

დაარსებიდან 9 თვეში „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“ ჯეკპოტი უკვე მეორედ გათამაშდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ლატარიის კომპანიიდან“ აცნობეს, ლოტო „6/36“-ის მეორე ჯეკპოტის - 547 235 ლარის მფლობელი გახდა პენსიონერი თბილისიდან ივანე სომხიშვილი, რომელსაც მოგებული თანხა უკვე გადაეცა.

კომპანიის განცხადებით, ივანე სომხიშვილი ლატარიას სისტემატურად თამაშობს.

„სომხიშვილმა ტრადიციას არც 16 ნოემბერს უღალატა და, ჩვეულებისამებრ, ლოტო „6/36“-ის ბილეთი თბილისში, ორთაჭალაში მდებარე ნაცნობ ჯიხურში გათამაშებამდე ერთი საათით ადრე ავტომატური შერჩევის წესით შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათზე ციფრების კომბინაციას კომპიუტერი არჩევს. და ის, სულ რაღაც, ერთ საათში ჯეკპოტის მფლობელი გახდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სისტემატურად ვთამაშობ ლოტო „6/36“-ს, არცერთი გათამაშება არ ჩამიგდია. ჯეკპოტი რომ მოვიგე, მეორე დღეს გავიგე, სიხარულისგან გონი არ მეკითხებოდა. მოგებული თანხით შვილიშვილს, რომელიც მალე დაოჯახებას გეგმავს, ბინას შევუძენ და გავურემონტებ. მართლაც რომ სასწაულია, რომელსაც არანაირად არ ველოდი. მადლობა ამ სიხარულისთვის „საქართველოს ეროვნულ ლატარიას“, - განაცხადა ივანე სომხიშვილმა.

„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ დაარსების დღიდან, ანუ 9 თვეში, 12 მილიონ ლარამდე მოგება გასცა. „გახდი მილიონერი და დაუჯერე ნიშნებს, მოგება შეუძლია ყველას!“, – აცხადებენ კომპანიაში.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ