ავტორი:

"9 წლის ბავშვი ავტოფარეხებთან მიიყვანა და ძალადობით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედება" - ბრალდებულს 16 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

"9 წლის ბავშვი ავტოფარეხებთან მიიყვანა და ძალადობით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედება" - ბრალდებულს 16 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ბრალდებულ პირს სასამართლომ 16 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ე.-მ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი - 9 წლის გოგონა ძალის გამოყენებით ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში განთავსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა და ძალადობით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედება.

სამართალდამცველებმა ა.ე. იმავე დღეს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ე. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით 16 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს