ავტორი:

ქალი აშშ-ში შეყვარებულის ყოფილმა ცოლმა მაშინ მოკლა, როდესაც სახლს საშობაოდ რთავდა

ქალი აშშ-ში  შეყვარებულის ყოფილმა ცოლმა მაშინ მოკლა, როდესაც სახლს საშობაოდ რთავდა

ქალი სახლს საშობაო დეკორაციებით რთავდა მეგობარი მამაკაცის შვილებთან ერთად, როდესაც ის შეყვარებულის ყოფილმა ცოლმა მოკლა. „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, შემთხვევა აშშ-ში, იუტას შტატში მოხდა.

ლისა ვაილეიტ უილიამსისა და ტრევის კუკის სასიყვარულო ურთიერთობა 6 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ლისა ტრევისის სამი წლის ტყუპებთან ერთად რთავდა სახლს, როდესაც სახლში კუკის ყოფილი ცოლი, ჩელსი შევიდა და ქალს ბავშვების თვალწინ ესროლა.

ტრევისმა მოახერხა, ჩელსისთვის იარაღი წაერთმია და პოლიციის მოსვლამდე შეეკავებინა. უილიამსის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

26 წლის ლისამ ტრევის კუკი ბანკში გაიცნო, ისინი ერთად მუშაობდნენ. მათი რამდენიმეთვიანი ურთიერთობის განმავლობაში ჩელსი მუდმივად აყენებდა ლისას შეურაცხყოფას როგორც ონლაინ, ასევე - პირადადაც. მსხვერპლის და, ბეკა უილიამსი ამბობს, რომ სიტყვიერი ძალადობა მკვლელობაში ბრალდებულმა „ინსტაგრამით“ დაიწყო, შემდეგ დაპირისპირებამ ბანკში გადაინაცვლა, ჩელსი ლისას ურეკავდა ტელეფონზეც.

უილიამსის დედა, ტონი უილიამსი ამბობს, რომ შვილის უსაფრთხოებაზე ყოველდღე დარდობდა.

„ის არაჩვეულებრივი იყო და მინდა, ყველას ახსოვდეს, როგორ ლამაზად იცხოვრა და არა - როგორ მოკლეს,“ - დაწერა ტონიმ „ფეისბუქზე“.

ლისა ცდილობდა, მუქარის გამო პოლიცია არ ჩაერია საქმეში, რადგან ფიქრობდა, რომ ეს ტრევისის ბავშვებზე უარყოფითად იმოქმედებდა.

„ახლა კი ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის საუკეთესი იქნებოდა, ჩემს დას ყოველ ჯერზე პოლიციისთვის რომ დაერეკა,“ - ამბობს ბეკა უილიამსი.

ტრევისისა და ჩელსის ქორწინება იანვარში დასრულდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე