ავტორი:

დაბლობში წვიმა, მთაში თოვლი - კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება

დაბლობში წვიმა, მთაში თოვლი - კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება

კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდი იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 4–5 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, 4 დეკემბერს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში დროგამოშვებით 17–22 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15–20 გრადუსია მოსალოდნელი.

4–5 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8–13 გრადუსი იქნება.

6–7 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

6–7 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9–14 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 10–15 გრადუსი.

8–9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ზიგიერთ რაიონში კი, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, მაღალმთაში მოთოვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი