ავტორი:

"იქვე იპოვეს სისხლიანი გრაფინი" - რას ჰყვებიან ახლობლები მამაკაცზე, რომელიც ორდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

"იქვე იპოვეს სისხლიანი გრაფინი" - რას ჰყვებიან ახლობლები მამაკაცზე, რომელიც ორდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ადასტურებენ. გარდაცვლილის დის შვილის ნინო ზარანდიას ინფორმაციით, ი. კ. სახლში მარტო ცხოვრობდა და ცხედარი სახლის უკან დამხმარე ნაგებობაში აღმოაჩინეს.

"ბოლოს კონტაქტი პარასკევს საღამოს გვქონდა. შაბათიდან კი არ დავლაპარაკებივართ. ვერ დავადასტურებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. არ იმყოფებოდა იმ მდგომარეობაში, რომ თავი მოეკლა. მამამ ნახა და ის ახლა დაკითხვაზეა. თვითონ ცხედარი სახლის უკან მდებარე, დამხმარე ნაგებობაში იყო. სავარაუდოდ, თავის ქალა აქვს გატეხილი. იქვე იპოვეს სისხლიანი გრაფინი. ყველაფერი წაღებულია ექსპერტიზაზ", - ამბობს გარდაცვლილის დის შვილი ნინო ზარანდია.

ოჯახის წევრები სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

ზუგდიდში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვნებული. შს სამინისტროში აცახდებენ, რომ მომხადართან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს