ავტორი:

მობილურის სიმ-ბარათებს ახალი ფუნქციები დაემატება - აღნიშნულ მომსახურებას ფრანგული კომპანია უზრუნველყოფს

მობილურის სიმ-ბარათებს ახალი ფუნქციები დაემატება - აღნიშნულ მომსახურებას ფრანგული კომპანია უზრუნველყოფს

მობილურის სიმ-ბარათებს დამატებითი ფუნქციები გაუჩნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მობილური იდენტიფიკაციისა და ხელმოწერის სისტემის - პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის, ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებაზე ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 ივნისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 785 230 ლარი იყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა აღნიშნული, ამ ეტაპზე, ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ცნობისთვს ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო “იუჯითის“; შპს „ენ ჯი თი გრუპის“; „გრინ დისტრიბუშენის“ Netas Telekomunikasyon A.S.-ს დისკვალიფიკაცია მოხდა. შესაბამისად, ტენდერში გაიმარჯვა ფრანგულმა IDEMIA FRANCE SAS-მა, რომელსაც ყველაზე მეტი - 4 781 000 ლარი ჰქონდა შეთავაზებული.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, აღნიშნული შესყიდვა გულისხმობს, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის (შემდგომში Mobile-IAS სისტემა) მოწოდებას; მისი დანერგვის შემდეგ ტექნიკურ საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას.

„აუცილებელია, Mobile-IAS სისტემას შეეძლოს ფიზიკური პირებისთვის, რომელთა მფლობელობაში არსებულ SIM ბარათებზეც გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატები, უსაფრთხო ელექტრონული ავთენტიფიკაციისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის უზრუნველყოფა, მობილური ტელეფონისა და მსგავსი მოწყობილობების საშუალებით, რომლებიც აღჭურვილია მობილური ფუნქციონალით. აუცილებელია, PKI-SIM-GEO - აღჭურვილი იყოს ყველა საჭირო ფუნქციონალური შესაძლებლობით (მათ შორის, მასში ჩატვირთული იყოს JavaCard აპლეტები და ა.შ.) რათა მხარდაჭერილი იყოს, სულ მცირე: დისტანციური პერსონალიზაცია, სუბიექტის გასაღების წყვილების გენერაციის ჩათვლით, ხელმოწერების დისტანციური გენერირება სუბიექტის გასაღების წყვილების გამოყენებით და ა.შ. წაიკითხეთ ვრცლად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ