ავტორი:

ფოკაში მოკლული მამაკაცის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ფოკაში მოკლული მამაკაცის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამწვარია სახლი, სათავსო და ორი ავტომობილი.

უწყებაში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და დაშავებული არავინ არის.

„გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, რომლის სახლი, სათავსო და ოჯახის კუთვნილი ავტომობილები მოკლულის თანასოფლელებმა და ახლობლებმა ღამე გადაწვეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ გუშინვე უზრუნველყო დაკავებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება. მისი ოჯახის წევრებიდან დაშავებული არავინ არ არის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

მკვლელობა ფოკაში გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ., წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი - ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პოლიციამ გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: კადრები სოფელ ფოკადან, სადაც 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - ხანძრის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო