პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მოულოდნელად განაცხადა, რომ მას ვაჟი შეეძინა.
ამის შესახებ ფეხბურთელმა Twitter-ში თავის ოფიციალურ მიკრობლოგში დაწერა. ვარსკვლავი ბავშვის დედის ვინაობას არ ამხელს და მკითხველებს მისი პირადი ცხოვრების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
"დიდი სიხარულითა და მღელვარებით გატყობინებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვაჟის მამა გავხდი, - კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებს GZT უკეთებს ციტირებას, - ბავშვის დედასთან შეთანხმების თანახმად, რომელსაც თავისი ვინაობის გამხელა არ სურს, ბავშვი ჩემი უშუალო მფარველობის ქვეშ იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ გავცემ. ყველას ვთხოვ, პატივი სცენ ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას".
აღსანიშნავია, რომ ამჟამად რონალდუ დაქორწინეული არ არის - გავრცელებული ინფორმაციით, მან რუს ფოტომოდელ ირინა შეიკს ხელი სთხოვა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.