ავტორი:

"ბიბლუსი" ნოემბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

"ბიბლუსი" ნოემბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ოქტომბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" ფილიალებში.

მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს, ქართველი მწერლის თემურ ბაბლუანის რომანი "მზე, მთვარე და პურის ყანა" იკავებს, რომელიც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა არ თმობს. მეორე ადგილზეა ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი". მესამე პოზიციაზე კი სოფო არდიას ბესტსელერი “გროსმაისტერი“ მოხვდა.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში ისეთი ბესტსელერები მოხვდა, როგორიცაა "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი", "წრიპა ბიჭის დღიური", "ზღაპრები პრინცესებზე", "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა", "ჩემი პირველი ბიბლია" და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ბიბლუსი ყოველთვიურად უზიარებს მკითხველს ინფორმაციას თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შესახებ. კომპანიის ისტორია 10 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსის“ ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შეძენა, არა მხოლოდ "ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში, არამედ „ბიბლუსის“ ვებგვერდზე www.biblusi.ge-ზეც შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლები სასურველ წიგნებს სახლიდან გაუსვლელად შეიძენენ. 20 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე კი უფასო ტრანსპორტირების სერვისითაც ისარგებლებენ.

მხატვრული ლიტერატურა

თემურ ბაბლუანის მზე მთვარე და პურის ყანა

ელიფ შაფაქის სიყვარულის ორმოცი წესი

სოფო არდიას გროსმაისტერი

ია კარგარეთელის სხვა უდაბნოს საიდუმლო

თათული ღვინიანიძის აღიარება ხელისგულზე

ერიხ მარია რემარკის ნასესხები სიცოცხლე

რ.ჯ. პალაციოს აირჩიე სიკეთე-საოცრება

ჯოან როულინგის ჰარი პოტერი – ფილოსოფიური ქვა

დათო ტურაშვილის ჯინსების თაობა

ჰარპერ ლის ნუ მოკლავ ჯაფარას

საბავშვო ლიტერატურა

ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები

ჯეფ კინის წრიპა ბიჭის დღიური - „დიდთოვლობა“

ზღაპრები პრინცესებზე

100 ბიბლიური ამბავი ბავშვებისთვის

საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია

საბავშვო ენციკლოპედია

ჩემი პირველი ბიბლია

ხუთწუთიანი ზღაპრები

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს