ავტორი:

ცნობილი ჩრდილოკორეელი ტელეწამყვანი ქალი ეკრანიდან გაუჩინარდა

ცნობილი ჩრდილოკორეელი ტელეწამყვანი ქალი ეკრანიდან გაუჩინარდა

ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის ახალი ამბების ცნობილი წამყვანი ეკრანიდან გაუჩინარდა, მისი ადგილი კი ახალგაზრდებმა დაიკავეს, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

75 წლის რი ჩუნ-ჰი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ფავორიტი იყო, ტელეეთერში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩანდა.

სამხრეთ კორეელი ექსპერტები ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინს სურს, თანამედროვე ტრენდებს აჰყვეს და ახალგაზრდების მოხიბვლას ახალი გადაცემებითა და წამყვანებით შეეცდება.

ყველას ახსოვს ეთერში ატირებული რი ჩუნ-ჰი, პირველად 1994 წელს, როდესაც კიმ ირ-სენის გარდაცვალების, მეორედ კი - 2011 წელს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ საუბრობდა. წამყვანის ვარდისფერ კაბას ხშირად აკრიტიკებდნენ დასავლეთში.

სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ საზოგადოებას თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სატელევიზიო სტუდია აჩვენა. გადაცემებში უკვე იყენებენ კომპიუტერულ გრაფიკას.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე