ავტორი:

კომპოზიტორი დავით მალაზონია უმძიმეს მდგომარეობაშია - ოჯახი დახმარებას ითხოვს

კომპოზიტორი დავით მალაზონია უმძიმეს მდგომარეობაშია - ოჯახი დახმარებას ითხოვს

კომპოზიტორ დავით მალაზონიას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაშია, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. "ფეისბუქზე" მომღერლები ავრცელებენ მიმართვას, რომელშიც საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

"წაიკითხეთ ბოლომდე, არ დაიზაროთ! გადადეთ მცირე ხნით საკუთარი საქმე და ვიფიქროთ ერთად, თუ როგორ დავუდგეთ გვერდში კომპოზიტორ დათო მალაზონიას, კონცერტი იქნება ეს, თუ სხვა სახის შემოწირულობა ძლიერი ფონდიდან თუ ბიზნესსექტორიდან. მას ახლა სჭირდება ჩვენი თანადგომა!

კომპოზიტორი, ეთნო-ჯაზ ჯგუფ "ირიაოს" სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მალაზონია 3 ნოემბერს, პეკინის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსის ძლიერი დარტყმის შედეგად გადაყვანილ იქნა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში, სახის ძვლებისა და ქვემო კიდურების მრავლობითი მოტეხილობით.

მალაზონიას ოჯახი მადლიერია თბილისის მერიიდან მოთხოვნილი თანხის დახმარებით, 10.000 ლარის ოდენობით. იმდენად დიდია მკურნალობისა და სარეაბილიტაციო მომსახურების ხარჯი, რომ ოჯახმა აღარ იცის რა გზას დაადგეს. ოჯახი საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება" - ვკითხულობთ მიმართვაში.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

ანგარიშის ნომერი: TBC Bank - GE05TB7621645064300007 მიმღები: ნიკო მალაზონია

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს