ავტორი:

"მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე..." - რა მოლოდინები აქვს გილიგაშვილს "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან"

"მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე..." - რა მოლოდინები აქვს გილიგაშვილს "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტები წესების თანახმად შეცოტავდნენ, თუმცა გიორგი გილიგაშვილი, იგივე "ჩემმა მზემ" თავის განუმეორებელ მეწყვილე, სალომე ჭაჭუასთან ერთად, კვლავ პროექტშია და გამარჯვებისთვის იბრძვის. თუმცა თავად ამბობს, რომ ეს არც ბრძოლაა და გამარჯვებას სულაც არ ცდილობს. მისი მიზანია, ყოველი მორიგი ნომრით ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს. უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია და მაყურებლის მხარდაჭერას გულწრფელად იმსახურებს:

გიორგი გილიგაშვილი:

- იმდენად სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, რომ ვერ ვასწრებ დაფიქრებას და ამა თუ იმ ტურში ჩემი შესრულებული ცეკვის გახსენებას, ამისთვის დრო არ მრჩება, რადგან ტურიდან ტურამდე ვცდილობთ, რადიკალურად სხვა ხასიათი წარმოვაჩინოთ. სალომე იმაში მეხმარება, რომ საკუთარ თავს არ დავეკარგო. ამასთანავე, ცეკვა მისეული ხედვით და ჩემებური შესრულებით წარმოვადგინო. ვცდილობთ, მრავალფეროვნება არ დაიკარგოს, ყველაფერი იყოს სულ ახალი. რადგან ამ პროექტში ვართ, ჩვენ ჩვენ უნდა ვიყოთ და არა ვიღაცის აჩრდილები. ცეკვა ისე უნდა წარმოვადგინოთ, როგორც ვხედავთ. ისეთ ნომრებს ვირჩევ, სადაც სხვების ცეკვის გამეორება არ მიწევს. მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე გილიგაშილი. სალომესთან ერთად ვხედავ თითოეულ ცეკვას და შემდეგ საკუთარ თავში ვატარებ.

- რა მოგცა პროექტმა?

- მადლობა უფალს, ყველაფრისთვის. ესა თუ ის განსაცდელი არის ჩემი სამადლობელი, არ აქვს მნიშვნელობა, შენს თავს რა ხდება. თუკი რამე ხდება ე.ი. უფალმა ასე დაუშვა და უნდა მიიღო და ასევე განიცადო. ამ განსაცდელმა კი შენზე წარუშლელი კვალი უნდა დატოვოს და საკუთარი თავის ძიებაში, უფალთან მიახლოებაში დაგეხმაროს. ამიტომ, მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ამ პროექტმა ძალა შემძინა. სამყარო ისეთ ნიუანსებში შევიცანი, რაც აქამდე არ მქონდა შეცნობილი.

- ბევრი არ ელოდა ისეთ შედეგს, როგორიც აჩვენე და ასე როგორ გააოცე მაყურებელი?

- რატომ არ ელოდნენ, არ ვიცი, განსაკუთრებული რა გავაკეთე, არც ეს ვიცი. ვიცი, მე რას ვფიქრობ და ვაკეთებ. ამ პროექტში მონაწილეობას უფლის ნებით დავთანხმდი, მაგრამ არ ვიცოდი, რა მელოდა. საოცარი ვნებთაღელვაა, ეს ცეკვები შორს არ არის ადამიანისგან...

- საუკეთესო პარტნიორი გყავს, პროფესიონალი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა...

- სალომე ნიჭიერი და სულგრძელი გოგოა, რომელიც არასდროს ცდილობს, თავის სიძლიერე ისე წარმოაჩინოს, რომ პარტნიორი დაჩრდილოს. არადა, შეუძლია თავისი პროფესიონალიზმით მეწყვილე გვერდით ჩასწიოს, მაგრამ მისი მიზანი პარტნიორის წარმოჩენაა, რომ მაყურებელმა ის კარგად გაიცნოს.

- რა მოლოდინი გაქვს ამ პროექტისგან?

- გულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ უფალმა იცის, რა მოხდება. არასდროს ვცეკვავთ ქულებისთვის, ამაზე თავიდანვე შევთანხმდით - ვცეკვავთ ხალხისთვის და უდიდესი პატივიცემა გვაქვს ჟიურის მიმართ. არასდროს მომწონდა კონკურსები, როდესაც რაღაც საქმის გამო ქულები იწერებოდა. ჩვენ თანამოქალაქეებს სიხარული რომ მივანიჭოთ, ამ ყველაფერს ამიტომ ვაკეთებთ და ამას ვემსახურებით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ