ავტორი:

"იდეა მოგვივიდა სადღეგრძელოს დროს..." - ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც თბილისში ტანსაცმლის კარადა დადგეს

"იდეა მოგვივიდა სადღეგრძელოს დროს..." - ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც თბილისში ტანსაცმლის კარადა დადგეს

ფრაზა „სიკეთე გადამდებია“ შაბლონურობას მაშინვე კარგავს, როცა ფაქტის წინაშე დავდგებით და აღმოვაჩენთ, რომ ის მართლაც ვირუსულად ვრცელდება.

ერთი შეხედვით ერთჯერადმა პროექტმა, რომელიც შალვა ნადირაძემ და მისმა მეგობრებმა თავიანთ უბანში ტანსაცმელით სავსე კარადის დადგმით დაიწყეს, მასშტაბური სახე მიიღო. ასეთი კარადა დღეს არა მხოლოდ თბილისის ბევრ ქუჩაში, რეგიონებშიც დგას. ვინ არიან და როგორ დაიწყო პროექტი, ამ და სხვა კითხვებზე MARAO.GE-ს იდეის ერთ-ერთმა ავტორმა შალვა ნადირაძემ უპასუხა:

- ვინ ხართ?

- ჩვენ ვართ სამეგობრო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან.

- როგორ გაჩნდა იდეა?

- იდეა მოგვივიდა სიკეთის სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს და მეორე დღესვე დავიწყეთ განხორციელებაზე ფიქრი.

- რამდენად რთული იყო განხორციელება?

- იქიდან გამომდინარე, რომ ბევრნი ვართ და ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, დიდ სირთულეებს არ წავწყდომივართ.

- რა არის თქვნი მიზანი ?

- პირველ რიგში, გაჭირვებულების დახმარება და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - საზოგადოებისთვის სიკეთის ძალისა და მნიშვნელობის შეხსენება. წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ