ავტორი:

ვაჟა-ფშაველაზე ქალის მკვლელობის საქმის ახალი დეტალი - ბრალდებულს გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი

ვაჟა-ფშაველაზე ქალის მკვლელობის საქმის ახალი დეტალი - ბრალდებულს გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი

26 ნოემბერს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალი ხდება ცნობილი. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 45 წლის სვეტლანა ამოევის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის გ.ხ-ს ბრალი დაუმძიმდა და გაუპატიურების მცდელობაც ედება ბრალად. გამოძიება განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მკვლელობა 26 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. 25 წლის მდგმურმა ბინის დიასახლისი ცივი იარაღით მოკლა. მოკლული 45 წლის სვეტლანა ამოევია.

როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული დედასთან ერთად გირაობდა სამოთახიან ბინაში ერთ ოთახს და დიასახლისიც მათთან ერთად ცხოვრობდა. 25 წლის ახალგაზრდა არ მუშაობდა და მთელ დღეებს ძირითადად სახლში ატარებდა, ხოლო დედამისი ვაჭრობს და სახლში იშვიათად უწევდა ყოფნა.

პოლიციამ 1993 წელს დაბადებული გ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა. თავიდან საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა. თუმცა, როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა - მას მკვლელობის გარდა, გაუპატიურების მცდელობაც ედება ბრალად.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს