ავტორი:

ემიგრანტების არჩევანი, ანუ მშენებლობა, რომელიც მადლზე დგას

ემიგრანტების არჩევანი, ანუ მშენებლობა, რომელიც მადლზე დგას

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს კომპანია, რომელიც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს იმ დაზარალებულ მობინადრეებს, რომლებიც მშენებელთა დაუდევრობისა თუ მავანთა თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.

მაგრამ ბევრისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ დაზარალებულთა უმეტესობა სამართალს ათეულ წელზე მეტია, ეძებს... არიან ისეთებიც, რომლებსაც საკუთარ ბინაში შესვლის იმედი საბოლოოდ გადაეწურათ.

თუმცა, სასწაულები არსებობს და ამჯერად ამ სასწაულს, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ, მადლი ჰქვია. სწორედ ამ მადლის წყალობით, დღემდე 1000-მდე ადამიანს აუხდა დიდი ხნის ოცნება და გადაეცა კუთვნილი ფართი.

ბინადაკარგულ ადამიანებზე კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ ზრუნავს. ეს გადაწყვეტილება ჩვენი კომპანიის კეთილი ნებაა, ადამიანების დახმარება ჩვენი გუნდის მთავარი ფასეულობაა - ამბობს მეტი დეველოპმენტის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია.

პრობლემურ საკითხებთან გამკლავება მეტი დეველოპმენტის გუნდის თითოეული წევრისათვის ნაცნობია, ამიტომაც იქცა ბიზნესის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად სფერო, რომელიც ბინადაკარგულ ადამიანებს უკავშირდება.

და ამ გადაწყვეტილების დამსახურებით სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ კლიენტები უნებურად ხდებიან კეთილი საქმის თანამონაწილენი. ბინა, რომელსაც ისინი ყიდულობენ, ერთ დროს უსახლკაროდ დარჩენილი და ახლა უკვე უამრავი ოცნებაახდენილი ადამიანის მადლიერებით არის სავსე.

საუბარში ისიც გაირკვა, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებსაც გადაეცათ საჩუქრად 5 ბინა - „სადაც ჩვენს ქალაქს უჭირს, ჩვენც იქ ვდგავართ“ ამ ფაქტზე ხმამაღლა საუბარი არ უყვარს, სიკეთე ჩუმად უნდა აკეთოო, ამბობს.

პაპუნა ხაზალია:

– სახარებაში წერია ასეთი რამ: ვაი იმ კაცს, რომლის სახელიც წინ უსწრებს მის საქმესო და ვცდილობ, ჩემი სახელი წინ არ უსწრებდეს საქმეს, პირიქით იყოს.

– თუმცა, თქვენთან ერთ-ერთი მადლიერი მობინადრის ისტორიამ მოგვიყვანა, რომელსაც თქვენი კომპანიის ჩარევის შედეგად ყველაზე გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდა და მიიღო მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ბინა, რომელსაც 12 წელი ელოდნენ. ვიცი, რომ ასეთი მადლიერი ოჯახი უამრავი გყავთ...

– მადლიერი არაერთი ყოფილა, მაგრამ კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, ყველას ერთნაირად ვუდგები. ჩემთვის მთავარია, რამდენი ოჯახიცაა დასაკმაყოფილებელი, იმდენივეს შევუქმნა ერთნაირი საცხოვრებელი პირობები და კარგი გარემო.

მადლიერები არიან და ეს გვაძლიერებს, სტიმულს გვაძლევს, რომ კიდევ და კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმ მიმართულებით, რასაც სიკეთის კეთება ჰქვია. ეს ყოველივე დიდი ძალის მომცემია და ბედნიერების შეგრძნება ახლავს.

ჩვენი მიზანი იყო, ამ ობიექტებზე ურთიერთობები დაგველაგებინა და გამოსავალი გვეპოვა. ძირითადად ერთმანეთს იყვნენ გადაკიდებულნი მობინადრეები და ძველი მშენებლები... ათწლეულობით გრძელდებოდა მათ შორის ეს დაპირისპირება. ჩვენ ვპოულობთ გამოსავალს... დაზარალებულთა რიცხვი სხვადასხვა ობიექტზე სხვადასხვაა. 30 დაზარალებული ოჯახით დავიწყეთ და ათასამდე ავედით... ახლახანს დავასრულეთ მოლაპარაკებები შან-ხაის უბანში არსებულ გაჩერებულ პროექტთან დაკავშირებით, სადაც 150 დაზარალებულ ოჯახს ბინით დავაკმაყოფილებთ. ჩვენ მშენებლობის დასაწყებად მზად ვართ და ამჯერად მერიის ნებართვას ველოდებით.

– ეს მიზანი საიდან გაჩნდა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ კუთხით წასულიყავით?

– პირადად მე ბავშვობიდანვე მიყვარს სიძნელეებთან შერკინება და პრობლემური სიტუაციების დალაგება. ყოველთვის ასე იყო, თუ ვინმეს უჭირდა, მეც იქ ვიყავი. სკოლაშიც, მთელი ბავშვობა პრობლემები იმის გამო მქონდა, რომ დაჩაგრულებს ვიცავდი. ერთხელ ჩემზე ბევრად უფროსი კომკავშირის მდივანიც შემომელახა, რადგან თავისზე ბევრად პატარა დაჩაგრა, სცემა, ეს ვერ ავიტანე... მაშინ ამის გამო სკოლიდან გამრიცხეს... უსამართლობას ვერ ვეგუებოდი. დღემდე ასე გრძელდება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გუნდის წევრები - ჩემი თანამოაზრეები არიან..

ამ სფეროში კონკურენცია ნულის ტოლია. 10 000 ვოლტს რომ შიშველი ხელით შეეხო, ამის ტოლფასია. თან უნდა იცოდე, სწორად როგორ გააკეთო, უნდა შეგეძლოს წარმართვა, განვითარება და რაც ყველასთვის და ყველაზე მნიშვნელოვანია, დასრულება...

როცა საქმე კეთდება, მაშინ ყველა მხარე კმაყოფილი რჩება, მთავარია, პრობლემურ გარემოს დაანახო, რომ საქმე უნდა გაკეთდეს, რომ უნდა შეწყვიტონ ერთმანეთთან დაპირისპირება... თუ ამა თუ იმ პროექტში ჩვენს შესვლამდე ორი ან ორზე მეტი მხარე იყო, ჩვენი ჩართვის შედეგად ეს რამდენიმე მხარე ერთ მხარედ იქცეოდა, ყველანი ერთ ნავში ვსხდებოდით და ერთი მიმართულებით მივდიოდით.

მეც მქონია ცხოვრებაში ოდესღაც სიძნელეები, ვიცი რას ნიშნავს საკუთარი სახლის დათმობა და როგორია, როცა სხვისი უპასუხისმგებლობის გამო შენ და შენი ოჯახის წევრები ზარალდებიან. მაგრამ რწმენა არასოდეს დამიკარგავს და მინდა რომ ყველას ჯეროდეს - „გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს“ - გარდა სამშენებლო ბიზნესისა და ამბიციისა ვაშენოთ ხარისხიანი მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა სახლები, ეს მეტი დეველოპმენტის კიდევ ერთი მოტივაციაა - ძალიან სასიამოვნოა იმედგადაწურულ ადამიანს ჯერ რწმენას რომ აძლევ და შემდეგ ბინას...

თუმცა, გვაქვს შემთხვევა, როცა ჩვენი საქმიანობისთვის უჩეულოდ გაიწელა ერთ-ერთი მშენებლობის ვადები. ჩვენი ერთ-ერთი ფასეულობა სწორედ გამჭვირვალობა და მიცემული პირობების ზედმიწევნით შესრულებაა. კრწანისში 250 დაზარალებული ოჯახი იყო დასაკმაყოფილებელი, მაგრამ, ფორმალური მხარის მოგვარების პროცესში და ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო, მშენებლობის ხანგრძლივობის ვადა გარკვეული პერიოდით გადაგვიცდა.

ჩვენ ზუსტად ისე ვსწავლობთ გამოწვევევბზე, როგორც ყველა...ეს ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო. ამ ეტაპისათვის ორი ახალი სამშენებლო კომპანია ავიყვანეთ ქვეკონტრაქტორებად და რაც მთავარია, ახლა უკვე ყველაფერი დალაგდა. საიტზე ყოველთვიურად გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ამის შესახებ, რათა კვლავ გავყვეთ ფეხდაფეხ ჩვენს ფასეულობებს და სიამოვნებით გავამართლოთ ჩვენზე მონდობილი ადამიანების იმედები.

– როგორც ვნახე, თქვენი კომპანიის დევიზია „მეტი კომფორტი თქვენთვის“. რაში გამოიხატება ეს?

– მეტის უკან დგას მეტი ხარისხი, მეტი ეკოლოგია, მეტი დახმარება, მეტი გადახდის კარგი პირობა, მეტი გამწვანება, მეტი სუფთა ჰაერი...

ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება,ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, იკვლევს ბაზრის მოთხოვნილებებს და საერთოდ, გუნდში ძალიან გამიმართლა...გარდა იმისა, რომ ბედნიერებაა თავისი საქმის პროფესიონალებთან ყოველდღიურად ურთიერთობა, ფასეულობებიც საერთო გვაქვს: 1.საქმე მადლზე უნდა გადიოდეს; 2. სირთლეებთან შერკინება საინტერესოა; 3.ოჯახი - ჩვენი სიწმინდეა და ა.შ. ასე მოხდა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა გუნდის წევრის გარდა, ყველა დაოჯახებულია, ჰყავთ შვილები. სულ ვიღაცის ბავშვის დაბადებას ველოდებით და ეს სიმბოლურიცაა - ჩვენი ბიზნესიც ხომ იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანებმა ჩენი აშენებული ჭერის ქვეშ, თავიანთი ბედნიერება შექმნან?

ხარისხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, თითოეული კორპუსი შენდება ევროპული ხარისხის, ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით, რაც საყოფაცხოვრებო ხარჯის 60%-ით შემცირებას უზრუნველყოფს!

მეექვსე წელია ამ სტანდარტებით ვაშენებთ. კედლებს ვათბუნებთ, ბოლო ორი წელია, ვათბუნებთ იატაკსაც და ჭერსაც. ჩვენი მიმდინარე კორპუსების სადარბაზოები და ფასადები არის მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით და ფუნდერმაქსის პანელით. სახლების ფასადის ქვით მოპირკეთება საშუალებას იძლევა, სახლმა დიდხანს შეინარჩუნოს თავისი გარეგნული იერსახე.

დიდ ყურადღებას ვაქცევთ ლოკაციას. ჩვენს პროექტებს ჰქვია: „ეკოსიტი კრწანისი“, „ეკოსიტი სამგორი“, ანუ გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მობინადრეებმა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრონ.

– გადახდის პირობებიც გაგვაცანით, როგორც ვიცით თქვენი გადახდის პირობები ყველაზე ხელსაყრელად ითვლება საქართელოს ბაზარზე...

– გადახდის პირობები გვაქვს განსხვავებული და ძალიან კარგი. რამოდენიმე ემიგრანტისგან გულწრფელი მადლობაც კი მიგვიღია ამ პიროების დამსახურებით. მე ვარ მარკეტოლოგი, ყოფილი ბანკირი და აქედან გამომდინარე, ჩემი გამოცდილება იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ ჩემს მყიდველს გადახდის მხრივ ზუსტად შევურჩიო ის პირობები, რაც მისთვის მოქნილი და ხელსაყრელი იქნება. ვცდილობ, ჩემსა და ჩემს კლიენტს შორის ბანკი არ ჩადგეს და ამიტომ ისინი გრძელვადიანი შიდა განვადებით სარგებლობენ.

ვიცი, რომ დღეს საქართველოში მსყიდველუნარიანობა დაბალია, აქედან გამოვდივარ. ამიტომ თუ ვინმეს აქვს ძველი სახლი, აგარაკი, ან მიწის ნაკვეთი და უნდა ახალი სახლის შეძენა, შეუძლია, პირველი ორი წლის განმავლობაში მიზერული თანხა გადაიხადოს, რომ ამ ხნის განმავლობაში მიძინებული აქტივის გაყიდვა შეძლოს. ორი წლის განმავლობაში იხდის მხოლოდ 30 პროცენტს, ხოლო დარჩენილ თანხას – ორი წლის შემდეგ.

ამ ორი წლის განმავლობაში ამ ფორმით მას აქტივს ვუქმნით, ანუ სახლს ვაძლევთ, მას აქვს შესაძლებლობა, ამ სახლში იცხოვროს და თან გადახდა გააგრძელოს. თუ ესეც ვერ შეძლო, შეუძლია, ბანკში ჩადოს და იქიდან გრძელვადიანი სესხი აიღოს.

როგორც ზევით ვახსენე, მნიშვნელოვანია ემიგრანტების თემაც, სიმწრით ნაშოვნი ფული რომ პროცენტებში არ გადაიხადონ, მათთვის მისაღები პირობებია ჩვენთან. შეუძლიათ, ჩამოსვლის გარეშე გააფორმონ გარკვეული კონტრაქტი და სანამ უცხოეთში იმყოფებიან, აქ მათთვის სასურველი სახლი აუშენდებათ.

– დაზარალებულების დახმარებას აგრძელებთ?

– რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მთავარია და კარგია, თუ ამ მთავარ საქმეში ბევრი ჩაერთვება. თითოეული ადამიანი, რომელსაც ასარჩევად აქვს, სად იყიდოს სახლი, არჩევანს იმის მიხედვით აკეთებს, რომ უნდა კარგი ხარისხი, კარგი გადახდის პირობები, მაგრამ, როცა ეს ყველაფერი დგას მადლზე და როცა იცის, რომ ამ სახლის ყიდვით თან უდიდეს კეთილ საქმესაც აკეთებს, რადგან უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანსაც ეხმარება და უნებურად თბილ გარემოს უქმნის, ეს არის ყველაზე მთავარი. „მეტი დეველოპმენტის“ თითოეულმა კლიენტმა, რომელსაც უკვე ნაყიდი აქვს ბინა, შეუძლია თავისუფლად თქვას, რომ თანამონაწილეა იმ სიკეთის, რომ ქუჩაში დარჩენილი ადამიანები დღეს საკუთარ სახლებში ცხოვრობენ.

„უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა იყო კეთილი“.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის