ავტორი:

2019 წლისთვის აჭარა 27 გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

2019 წლისთვის აჭარა 27 გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ბარსელონაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინა. „IBTM World”-ზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც წელს 141 ქვეყნის 15 000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებებისა და კონფერენციების გამართვით.

წელს, დეპარტამენტმა რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაუწია. მათ შორის იყო ისეთი მსხვილი და მნიშვნელოვანი გამოფენები, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, ლონდონის, მადრიდის, დუბაისა და თელავივის გამოფენები. 2019 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას 27-მდე საერთაშორისო გამოფენაზე გეგმავს.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი