ავტორი:

სერგეი ლავროვი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

სერგეი ლავროვი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

მოსკოვი თბილისთან კარგი ურთიერთობების განვითარებაზეა განწყობილი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რუსეთს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები სურს. ვიმედოვნებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის დროს განვაგრძობთ კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარებისთვის გზების გამოძებნას“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, ბოლო დროს მოსკოვმა და თბილისმა რიგი ნაბიჯები გადადგეს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„ჩვენ ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს და გააკეთოს ის, რაც მისი ხალხისთვის კარგია. რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს“, - დასძინა მან.

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა

თეთრ სახლში კორონავირუსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის  საგანგებო პრესკონფერენცია ჩაინიშნა

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა