ავტორი:

ვინ არის სტუდენტი გოგონა, რომელმაც თბილისში 37 ათასი დოლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ვინ არის სტუდენტი გოგონა, რომელმაც თბილისში 37 ათასი დოლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა

სტუდენტმა გოგონამ თბილისში, ქუჩაში 37 ათასი დოლარი იპოვა და პოლიციაში მიიტანა, პოლიციამ კი თანხა პატრონს დაუბრუნა. ინფორმაცია თავდაპირველად sputnik-georgia-მ გაავრცელა.

როგორც აღმოჩნდა, სტუდენტი ეროვნებით სომეხი კარინე ბაგირიანია, იგი წარმოშობით ჯავახეთიდანაა. გუშინ ის საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა რუბენ სადოიანმა მიიღო. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს "ფეისბუქზე" სომხეთის საელჩო აქვეყნებს.

"ელჩმა სადოიანმა მადლობა გადაუხადა კარინეს ასეთი პატიოსნების გამოხატვისთვის და ყველასათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისათვის. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯის ფაქტი ცხადყოფს, რომ პატიოსნება და სიკეთე ჯერ კიდევ არ არის გაუფასურებული და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში.

კარინე ბაგირიანმა მადლობა გამოთქვა მიღებისათვის და მისადმი გამოხატული კეთილგანწყობისთვის", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ