ავტორი:

ვინ იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

ვინ იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მან ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორი ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. შემთხვევა გუშინ მოხდა. სამივე ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის დიმა გორგიძეა. ის სტუდენტი იყო და თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული. გარდაცვლილი ახალგაზრდა უკვე გადაასვენეს ქუთაისში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, როგორც უწყებაში აცხადებენ, დანიშნულია ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული ნივთიერებით მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით.

"მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან“, - აღნიშნული იყო განცხადებაში.

VIDEO: "სპორტსმენი იყო... სიგარეტსაც არ ეწეოდა" - რას ჰყვებიან ახლობლები ახალგაზრდაზე, რომელიც, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკით გარდაიცვალა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს