ავტორი:

როგორ გამოიყურებიან ზურაბ ჟვანიას შვილები (ფოტო)

როგორ გამოიყურებიან ზურაბ ჟვანიას შვილები (ფოტო)

დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 14 წლი გავიდა. იგი 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. მას სამი შვილი დარჩა - ლიზა, ბუსა და ანჩო. ბუსა და ლიზა ამერიკაში სწავლობენ. ისინი ქართული მედიის წინ იშვიათად ჩნდებიან.

რამდენიმე თვის წინ ლიზა და ბუსა ჟვანიები საქართველოს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით მოეწყო. პარლამენტში მიწვეულ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა.

"ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში, განსაკუთრებული როლი შეასრულა. სწორედ ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის, რომ დღეს ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვითარდება ჩვენი პარლამენტარიზმი. ვითარდება ჩვენი პოზიციები და ძლიერდება საგარეო და კულტურული მიმართულებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ოჯახის სახელით, ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბუსა ჟვანიამ მიმართა.

"ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ყოფნა, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ზურაბ ჟვანიამ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფო განვითარების იმ ხედვას, რომლის ირგვლივაც დღემდე ერთიანდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური პროცესებისა. ზურაბ ჟვანიამ ეს ხედვა ერთ ისტორიულ ფრაზაში შეაჯამა - “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", - განაცხადა ბუსა ჟვანიამ.

ლიზა და ბუსა ჟვანიები სტუმრად პარლამენტის თავმჯდომარის სათათბიროში

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება - რა წერია "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებათა პროექტში

"გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება მოსახლეობის 60-70%" - თენგიზ ცერცვაძე

"პაციენტი მანამდე უნდა მივიდეს კლინიკაში, ვიდრე ძალიან დამძიმდება" - ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების მთავარ მიზეზად დაგვიანებული მიმართვა რჩება