ავტორი:

ახალი წიგნის პრეზენტაცია

ახალი წიგნის პრეზენტაცია

კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია კითხვის მოყვარულთათვის. 16 დეკემბერს, “წიგნის სახლში ბახტრიონზე,” გაიმართება ახალგაზრდა მწერლის, ლაშა კვანტალიანის ახალი წიგნის პრეზენტაცია.

“მწვანე მოზაიკა” - ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომელიც ავტობიოგრაფიული ჟანრისაა და მასში გაერთიანებულია რამდენიმე ისტორია, რომელიც თავს გადახდა მთავარ გმირს სიცოცხლის მანძილზე. ახლა კი, მთხრობელი 90 წელს გადაცილებულია და ამ ისტორიების მოყოლა სიზმარმა გადააწყვეტინა, სადაც თავისი გარდაცვლილი ცოლი დაესიზმრა.

ისტორიები ისეა ერთმანეთში გადაბმული, რომ ერთიან, დიდ მოთხრობას ქმნის. მასში ასახულია როგორც სასიხარულო, ასევე ტრაგიკული ცხოვრებისეული მომენტებიც.

წიგნი მალე გამოვა გაყიდვაში და მის შეძენას “ბიბლუსის” ქსელში შეძლებთ.

ახლად გამოცემული წიგნის განხილვა მყუდრო გარემოში, ავტორთან და კრიტიკოსებთან ერთად, ქართული ღვინის თანხმლებით მოხდება. დასწრება თავისუფალია.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა