ავტორი:

პრემიერი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

პრემიერი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალება ადამიანური ტრაგედიაა და ამაზე პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოსახლეობის შეკითხვების პასუხისას განაცხადა.

პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.

"მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია", - განაცხადა პრემიერმა.

9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას სკოლის დირექტორზე ზეწოლად აფასებდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები