ავტორი:

თავდასხმა სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე - არის მსხვერპლი, დაკეტილია ევროპარლამენტი და გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები

თავდასხმა სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე - არის მსხვერპლი, დაკეტილია ევროპარლამენტი და გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 ადამიანი, 12 კი დაჭრილია. სტრასბურგის მერის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ჯერ დაკავებული არ არის. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმის შემდეგ იგი გაიქცა. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის კონტრტერორისტულმა პროკურორმა დაიწყო. დაშავებულთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ექვსი კი მსუბუქადაა დაშავებული.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეის მამიკინსი. “სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე სროლა მოხდა. ცოცხალი და უსაფრთხოდ ვარ. უკვე სასტუმროში ვარ. რა მოხდა არ ვიცი. არიან დაშავებულები”, - დაწერა ევროპარლამენტის დეპუტატმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომხდარის შემდეგ საფრანგეთში სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა. ამასთან, გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები ყველა საშობაო ბაზრობის მიმდებარედ.

დამნაშავის დაკავებას 350 სამართალდამცველი ცდილობს. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, თავდამსხმელი 29 წლისაა და სავარაუდოდ, სწორედ სტრასბურგში დაიბადა. იგი პოლიციისთვის ცნობილი იყო შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო. მას პოლიცია ქურდობისთვის ეძებდა. იგი სამშაბათს საკუთარი ბინიდან გაიქცა, სამძებრო სამუშაოების დროს კი სამართალდამცველებმა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი, რომელიც სტრასბურგში შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს, დაიკეტა.

კადიროვმა  ქალიშვილი მინისტრის მოადგილედ დანიშნა - ვინ არის აიშატ კადიროვა - მამის პოლიტიკური მემკვიდრე და ჩეჩნეთის მთავარი "ფეშენისტა"

ბესლანის ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა - "გარდაცვლილთა ახლობლები რუსეთის ლიდერისგან მომხდარზე პასუხს დღემდე ელიან..."

მინსკში სპეცრაზმმა სტუდენტების აქცია დაშალა და 20-მდე სტუდენტი დააკავა