ავტორი:

თავდამსხმელი, რომელმაც სტარსბურგში, საშობაო ბაზრობაზე 3 ადამიანი მოკლა, სავარაუდოდ, დაჭრილია

თავდამსხმელი, რომელმაც სტარსბურგში, საშობაო ბაზრობაზე 3 ადამიანი მოკლა, სავარაუდოდ, დაჭრილია

თავდამსხმელი, რომელმაც სტარსბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა და 3 ადამიანი მოკლა, სავარაუდოდ, დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საფრანგეთში ასობით სამართალდამცველი თავდამსხმელის ძებნას განაგრძობს.

თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის შემდეგ ეჭვმიტანილი გაიქცა, მანამდე კი მასა და პოლიციას შორის სროლა მოხდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანაში სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა, ამასთან გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები ყველა საშობაო ბაზრობის მიმდებარედ.

თავდამსხმელი 29 წლისაა. იგი პოლიციისთვის ცნობილი იყო შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო. მას პოლიცია ქურდობისთვის ეძებდა. იგი სამშაბათს საკუთარი ბინიდან გაიქცა, სამძებრო სამუშაოების დროს სამართალდამცველებმა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი, რომელიც სტრასბურგში შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს, დაიკეტა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე