ავტორი:

ნიკა მელია: "პარლამენტში ვხედავ რამდენიმე კრიმინალს და ერთ-ერთი ბატონი კობახიძეა"

ნიკა მელია: "პარლამენტში ვხედავ რამდენიმე კრიმინალს და ერთ-ერთი ბატონი კობახიძეა"

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის დარბაზში რამდენიმე კრიმინალი ზის, მათ შორის კრიმინალია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს შორის დაპირისპირებამდე განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხს და განაცხადა, რომ ის სრული დარღვევით ჩატარდა.

"პირდაპირ გეტყვით, მივესალმები ამ დარბაზში რამდენიმე კრიმინალს და არა „ქართული ოცნების“ დეპუტატს. პირდაპირ გეუბნებით, ყველას არ ეხება, მაგრამ ამ დარბაზში, დიახაც, მე ვხედავ რამდენიმე ჩვეულებრივ კრიმინლას. ერთი - ბატონი კობახიძე და მეორე - ბატონი ემზარ მკოიანი. ავხსნი, თუ რატომ... გეყოთ მოთმინება და მომისმინეთ...

აქ, ახლა თქვენმა დეპუტატმა, როდესაც დაიწყო საუბარი და მიესალმა საოცარ განვითარებას, პროგრესს ქვეყანაში და სალომე ზურაბიშვილის არჩევას დაარქვა დემოკრატიული პროცესის წარმოუდგენელი განვითარება, დიახაც, თქვენ სინდისზე არის როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა ამ არჩევნების პროცესში. ეს ეხება ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს. მეორე, ახალქალაქში განხორციელებულ უმოწყალო თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე, სადაც ოთხი ადამიანი იარაღის ტარებით უმოწყალოდ იყო ნაცემი.

მესამე, დღეს, ვიდრე ასე თავს იწონებთ ვიღაცის წინაშე ჩვენი ქვეყნის მოქალქე სიკვდილს ებრძვის, ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი. დიახაც, ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ.

აღარ ვსაუბრობ გაყალბებაზე, იმ კრიმინალებზე, რომელიც თქვენ წაახალისეთ და ეტაპობრივად, თქვენვე ხდებით მსხვერპლნი. ალბათ, თვალ-ყურს ადევნებთ, იარაღიდან ისვრიან ყოველდღიურ რეჟმში დედაქალქში. იმიტომ, რომ ამ ხალხთან ვალში ხართ. არ გეგონოთ, რომ ხართ გამარჯვებულები, ეს იყო უპრეცედენტო, მასშტაბური ძალადობა, რომელიც თქვენმა გუნდა განახორციელა და თქვენ, ბატონო კობახიძე ხართ დამნაშავეების მფარველი.

როდესაც დამნაშავე ემზელ მკოიანს აცხადებთ გმირად, დიახაც, თქვენ ხართ ასევე დამნაშავე, მათ შორის, მართლმსაჯულების წესითაც. ვინაიდან კანონის თანახმად, დანაშაულის მფარველიც დამნაშავეა. არ გაქვთ არანაირი მორალური უფლება ისაუბროთ იმ რიგით, როგორც ახლა საუბრობთ“, - განაცხადა მელიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები