ავტორი:

ხვალ ანაკლიის პორტის მშენებლობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ ანაკლიის პორტის მშენებლობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ ანაკლიის პორტის მშენებლობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს, კონსორციუმი და „ანაკლია სითი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავენ.

შეხვედრაზე მიწვეული არიან საჯარო და კერძო უწყებების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თუ საუკუნის პროექტის მშენებლობითა და პროგრესით დაინტერესებული ყველა პირი.

„ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის მენეჯმენტი საზოგადოებას წარუდგენს ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიშს და პროექტის განვითარებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს გააცნობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი