ავტორი:

აზიელი მილიარდერის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი - სტუმრებს შორის ბიონსე და ჰილარი კლინტონი არიან

აზიელი მილიარდერის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი - სტუმრებს შორის ბიონსე და ჰილარი კლინტონი არიან

ინდოეთში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, 61 წლის მუკეშ ამბანიმ, რომლის ქონება 41.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, მუმბაიში მდებარე 27 სართულიანი სახლი სადღესასწაულოდ მორთო. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მან სახლი ქალიშვილის, იშა ამბანის ქორწილისთვის ასობით სტუმრის გასამასპინძლებლად მოამზადა.

წინასაქორწინო რიტუალების დროს გადაღებულ ფოტოებში ჰილარი კლინტონი და ბიონსეც პოზირებენ. ბიონსემ იშასთვის სპეციალური შოუ მოამზადა.

27 წლის პატარძალს განათლება ბრიტანეთში აქვს მიღებული, მან იელი დაამთავრა. ამბანის რჩეული 33 წლის ბიზნესმენი ანანდ პირამალია, რომლის მამა, ასევე, ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევა.

იშა და ანანდი

მუკეშ და იშა ამბანები პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასის ქორწილში
ამბანების ოჯახი

ქორწილამდე ორი დღის განმავლობაში საზეიმო წვეულებებს ქალაქ უდაიპურში მასპინძლობენ, სადაც, სტუმრებს შორის არიან ჰილარი კლინტონი, პრიანკა ჩოპრა, ნიკ ჯონასი. წვეულებები, კონცერტები და დისკოები ისტორიულ სასახლესა და 5 ვარსკვლავიან სპა-კურორტებზე იმართება.

მდიდრული ქორწილისთვის მოსაწვევები სტუმრებმა Dolce & Gabbana-ს დიზაინით შექმნილი მოოქროვილი ყუთებით მიიღეს.

ბიონსე ინდოეთში ჩაფრინდა, რათა ქორწილისთვის 45 წუთიანი შოუ ჩაეტარებინა. მომღერალმა რამდენიმე კოსტიუმი გამოიცვალა და ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულა.

უშუალოდ საქორწინო ცერემონიალი კი ანტილაში, მუმბაიში გაიმართება.

ადელის "სირტუინის დიეტა" - როგორ დაიკლო მომღერალმა 22 კილოგრამი?

16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"

"იდუმალი და სევდიანი გამოვიდა..." - ზაზა ურუშაძის ხსოვნას ქართველმა ფლორისტმა უძველესი კინოფირით შექმნილი ნაძვის ხე მიუძღვნა