ავტორი:

„ნენსკრა ჰიდრო“ საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია

„ნენსკრა ჰიდრო“ საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია

კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ 2018 წლის მესამე კვარტლის TOP-ინვესტორების ათეულშია.

საქსტატის ინფორმაციით, სს „ნენსკრა ჰიდრო“ იმ 10 ინვესტორ კომპანიას შორის მიხვდა, რომელთაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს.

როგორც bm.ge-ის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ „ნენსკრა ჰიდროში“ განუცხადეს, კომპანია 2018 წელს ჯამურად 58,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ აწარმოებს.

ამჟამად სოფელ ჭუბერში სრული დატვირთვით მიმდინარეობს 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული გზის 2 მონაკვეთის აღდგენა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკის 20-მდე ერთეული.

მოსამზადებელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ინვესტორი კომპანია ადგილზე სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ასევე, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მაგალითად, 2018 წლის შემოდგომიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად „ნენსკრა ჰიდრო“ აქტიურად მუშაობს ჭუბერსა და ნაკრაში სასოფლო-სამეურნეო მრავალდარგოვანი კოოპერატივების შექმნაზე.

წყარო: bm.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი