ავტორი:

თბილისში ღონისძიებების ახალი სერია - ProductTankTbilisi იწყება

თბილისში ღონისძიებების ახალი სერია - ProductTankTbilisi იწყება

ProductTank – ეს ღონისძიებების ახალი სერიაა, რომელსაც რამდენიმე პოპულარული პროექტის შემდეგ, „თბილისის სტარტაპ-ბიურო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იწყებს.

„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ სხვა ღონისძიებების მსგავსად, ProductTank-იც არაფორმალური შეხვედრების პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში ადგილობრივ მწარმოებლებს, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებსა და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ პირებს აერთიანებს.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, პროექტის მიზანი სტარტაპ-ეკონომიკის განვითარებაა.

რაც შეეხება პროექტის ისტორიას, ProductTank - ის შეხვედრების სერია 2010 წლის ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 155 ქალაქს აერთიანებს.

თბილისში საშუალება გექნებათ, რომ ყოველთვიური ღონისძიების სერიების ფარგლებში პროდუქტის მენეჯერების, დიზაინერებისა და დეველოპერების გამოცდილების შესახებ მოისმინოთ და საკუთარ სტარტაპებში გამოიყენოთ.

პირველი, 15 დეკემბრის ღონისძიების სპიკერები იქნებიან GIFFER-ის თანადამფუძნებელი რომა გუჯაბიძე და პროდუქტ დიზაინერი გური სიჭინავა.

აღსანიშნავია, რომ ProductTankTbilisi-ს პირველი ღონისძიება ტექნოპარკში 16:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი