ავტორი:

სააკაშვილი მარგველაშვილზე: "ერთადერთი, რითაც ისტორიაში შევა, არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა"

სააკაშვილი მარგველაშვილზე: "ერთადერთი, რითაც ისტორიაში შევა, არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა"

"ერთადერთი, რითიც გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში შევა, ეს არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მარგველაშვილის 5-წლიანი პრეზიდენტობის შეფასებისას განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს „ერთ დიდ გაუგებრობად“ აფასებს.

„სინამდვილეში, მისი პრეზიდენტობა ერთი დიდი გაუგებრობა იყო იმიტომ, რომ ერთადერთი, რითიც ამ კაცმა ხალხს თავი დაამახსოვრა, არის ის, რომ შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, იღებდა ხელფასს იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მე საქართველოს დავუტოვე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა-კვალი მე გავუკაფე და მოქალაქეობა ჩამომართვა.

ერთადერთი, რითიც ის ისტორიაში შევა, ეს არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუკი მის გაკეთებულს რამე სხვას გაიხსენებთ, რასაც შეიძლება ისტორიაში ადგილი დაეთმოს, თქვენთვის მომინდია.

სინამდვილეში, დაკარგა კრიტიკულად მნიშვნელოვანი 5 წელიწადი, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის. არა მგონია, წინდების ქსოვა და კარტოფილის მოყვანა ისტორიაში შესვლის ღირსი იყოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას