ავტორი:

ამერიკული ტელევიზიის ამინდის პროგნოზის წამყვანმა თავი მოიკლა

ამერიკული ტელევიზიის ამინდის პროგნოზის წამყვანმა თავი მოიკლა

ამერიკული ტელეკომპანია Fox 2-ის წამყვანმა თავი მოიკლა. 35 წლის ჯესიკა სტარის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს. ორი შვილის დედა მიჩიგანის ადგილობრივ მაუწყებელში ამინდის პროგნოზის წამყვანი იყო. სამედიცინო ექსპერტის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხრჩო.

წამყვანის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიამ გაავრცელა:

"წუხელ შევიტყვეთ უმძიმესი ამბავი - ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა, მეტეოროლოგისტმა ჯესიკა სტარმა თავი მოიკლა. ყველანი შოკირებულნი ვართ მომხდარით და ვერ ვიჯერებთ, რომ ასეთი ბრწყინვალე და გონიერი ადამიანი ჩვენს გვერდით აღარ არის“ - ეწერა Fox 2-ის „ტვიტერის“ გვერდზე.

სტარი მიჩიგანის და მისისიპის უნივერსიტეტების დიპლომს ფლობდა მეტეოროლოგიის დარგში.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა თვალის ლაზერული ოპერაცია გადაიტანა და როგორც ირკვევა, თავს არც ისე კარგად გრნობდა. მისი სოციალურ ქსელის გვერდზე ბოლო პოსტი, რომელიც 14 ნოემბერს არის დაწერილი, სწორედ ამ თემას ეძღვნება:

"გუშინ მძიმე დღე იყო ჩემთვის. ძალიან მინდოდა სამსახურში დაბრუნება, თუმცა ვატყობ, რომ ჯერ კიდევ მჭირდება დრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გთხოვთ, ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში დამიდექით გვერდით" - წერდა ჯესიკა სტარი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დაწერილ პოსტში.

უცნობია, გახდა თუ არა თვითმკვლელობის მიზეზი ოპერაციის შემდეგ გამოწვეული სტრესი და ტკივილები. ცნობილია, რომ ჯესიკას მოსიყვარულე და მზრუნველი ოჯახი ჰყავდა - მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე