ავტორი:

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა საუკეთესო CSR ინიციატივები დააჯილდოვა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა საუკეთესო CSR ინიციატივები დააჯილდოვა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროში „ბილტმორი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან, მათ შორის იყვნენ: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

დაჯილდოების ცერემონია გახსნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ. შემდგომ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ - კარლო ნატალემ. მისასალმებელ სიტყვას მოჰყვა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიებისათვის ჯილდოების გადაცემა საპატიო სტუმრების მიერ. ცერემონიას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.

საუკეთესო CSR ინიციატივებისათვის დააჯილდოვნენ შემდეგი კომპანიები:

1) წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნესი - ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა - კომპანიას ჯილდო ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა.

2) საქართველოს ბანკი დაჯილდოვდა კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” აპლიკაციისთვის “გზად” - გამარჯვებულს ჯილდო ასევე კარლო ნატალემ გადასცა.

3) იმავე კატეგორიაში, გაიმარჯვა მცირე და საშუალო კომპანიამ “თი ერ სი” პროექტით “არ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება” - კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა ანა ბოლტმა.

4) პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ს გადაეცა ჯილდო კატეგორიაში “პასუხისმგებელი დამსაქმებელი” (მცირე და საშუალო კომპანია) მის მიერ განხორციელებული თანამშრომლების განვითარების პროგრამისათვის - კომპანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ დააჯილდოვა.

5) სადაზღვევო კომპანიამ “ჯიპიაი ჰოლდინგი”გაიმარჯვა კატეგორიაში “კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე” მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის - ჯილდო, გამარჯვებულ კომპანიას, გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

6) თიბისი ბანკმა გაიმარჯვა კატეგორიაში “საზოგადოების მხარდაჭერა” პროექტით “წერე ქართულად” - ჯილდო გადასცა შევედეთის სამეფოს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ დიტერსტრომმა.

7) იგივე კატეგორიაში, ასევე, დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია “ეისითი” სოციალური მისიის მქონე ბიზნესის მხარდაჭერისათვის - ჯილდო გადასცა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

8) კატეგორიაში “სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა” გაიმარჯვა კომპანიამ “ნატახტარი” პროექტით “იზრუნე მომავალზე” - ჯილდო გადასცა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ სტეფანო კრეშენციმ.

9) სარეკლამო კომპანია “HOLMES&WATSON”დაჯილდოვდა კატეგორიაში “შემოქმედებითი CSR” პროექტისთვის #არგამბოლო - კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა პაველ ჰრიცამ.

10) კატეგორიაში “ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა” გამარჯვებულად დასახელდა “პალიტრა მედია ჰოლდინგი" პროექტისათვის “მაკულიტერატურა” - ჯილდო ამ კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიას გადასცა ლორენ რასელმა, USAID-ის ეკონომიკის განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილე კარლო ნატალე კონკურსის შესახებ: „ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება უმნიშვნელოვანესი ნაწილია საზოგადოების ეკონიმიკური, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარებისათვის, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. შესაბამისად, კონკურსის საშუალებით, ბიზნესის მიერ განხორციელებული შესანიშნავი მაგალითების გაზიარება, მხოლოდ და მხოლოდ განავითარებას ამ პროცესს, გაზრდის სხვა ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას და სასიკეთოდ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე“.

მხარდაჭერა: საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი გაიმართა ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციების, ბიზნეს-პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა: ფინანსთა სამინისტროს აკადემია; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თბილისის მერია; შვედეთის საელჩო საქართველოში; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); CENN; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო; საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; “აწარმოე საქართველოში”; ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალურ, ნარჩენების მართვის კატეგორიას მხარსუჭერდა USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“(ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორია „შემოქმედებითი CSR” კი განხორციელდა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora 2018” სპონსორები იყვნენ შემდეგი კომპანიები:სასტუმრო ბილტმორი, დუგლაძეების ღვინის კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ (MBC),სარაჯიშვილი,Holiday Inn, Holo, Tep.

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შესახებ ინფორმაცია: პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017-2020) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC); განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).

R

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი