სემეკის ინფორმაციით, პირები, რომლებიც ბინებს აქირავებენ, საყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდიან

სემეკის ინფორმაციით, პირები, რომლებიც ბინებს აქირავებენ, საყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდიან

სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით 2018 წლის 13 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ გულისხმობს ბინების გაქირავებისას სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დაწესებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან (სემეკ) აცნობეს, ის პირები, რომლებიც სხვადასხვა საიტების საშუალებით (მათ შორის, AirBnB-ისა და booking.com) აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში გადაიხდიან საყოფაცხოვრებო ტარიფს.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებული პირობების ჩამოყალიბებას ასეთი ტიპის სასტუმროებისთვის.

„წარმოების დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 2019 წლის იანვრისა, საოჯახო სასტუმროებზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის ნაცვლად გავრცელდება შერეული სატარიფო სისტემა. რეგულაციის შემუშავების პროცესში, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს საჯარო შეხვედრებს, განხილვებსა და მათი პოზიციების დაფიქსირებას სამუშაო ფორმატში. აღნიშნული ფორმატი კომისიის საქმიანობაში მიღებული და არაერთხელ აპრობირებულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი