ავტორი:

როგორ სწავლობს აფხაზეთი "ქვეყნის მართვას" ჩეჩნეთისგან - ჩეჩენი დეპუტატების აფხაზეთში ვიზიტის დეტალები

როგორ სწავლობს აფხაზეთი "ქვეყნის მართვას" ჩეჩნეთისგან - ჩეჩენი დეპუტატების აფხაზეთში ვიზიტის დეტალები

როგორ პოულობთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან, - ამ კითხვით მიმართეს აფხაზმა ე.წ. დეპუტატებმა ჩეჩნეთიდან ჩამოსულ სტუმრებს და გამოცდილების გაზიარება სთხოვეს.

აფხაზეთში ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატის ორი წარმომადგენელი - ისლამ საიდევი და ავღანეთის ომის ვეტერანი - არმადი ქერიმოვი იმყოფებოდნენ. მათთან შეხვედრისას აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელი სოკრატ ჯინჯოლია დაინტერესდა, თუ "როგორ ართმევენ ისინი თავს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს".

"როგორც ყველა საზოგადოებაში, ჩვენთანაც არის გარკვეული პრობლემები, მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ, სკოლებში ჩატარდა შემოწმება, რადგან სოციალურ ქსელებში გავრცელდა გარკვეული ცნობები იქ არსებული პრობლემების შესახებ. რამზან კადიროვი თავად სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და თავადაც ამოწმებს ყველაფერს. თუ პრობლემის არსებობა დასტურდება ჩვენ მის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ, თუ არადა, იმასთან გვიწევს მკაცრი ტონით საუბარი, ვინც დეზინფორმაცია გაავრცელა", – განაცხადა ისლამ საიდოვმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ, დენი და გაზი გაუთიშეს ცუდ გადამხდელებს, რასაც რესპუბლიკაში აღშფოთება მოჰყვა და მათი უკმაყოფილება ხელისუფლებამდეც მივიდა. კადიროვის წარმომადგენლის თქმით, ჩეჩნეთის ლიდერს "ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია ჰქონდა, მან უწყების წარმომადგენლობა დაიბარა და მკაცრი საყვედური გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების გადამხდელები არ იყნვნენ მართლები, რამზანმა მაინც უწყების წარმომადგენლებს უსაყვედურა, რომ მათ ხალხის დასჯა კი არა, პრობლემების მოგვარება ევალებათ".

აფხაზი ე.წ. დეპუტატის დანილ უბირიას კითხვაზე - გრძნობს თუ არა ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატა "გაკრვეულ წნეხს ხელისუფლებისგან და შეუძლიათ თუ არა მათ ისინი რაიმე სახის შეცდომებზე დასაჯონ", სილამ საიდევი პასუხობს, რომ "მათთვის ვინც ამ პალატაშია, კადიროვი "კუმირია" და ისინი შეცდომებს არ დაუშვებენ". ჩეჩენი სტუმრების თქმით, რესპუბლიკაში მკაცრად კონტროლდება უცხოეთიდან გრანტის შემოდინებისა და აგენტების ჩანერგვის მცდელობა. ამის ერთ-ერთი მაგალითია, უფლებადამცველი იუბ ტიტიევის დაკავება, რომელსაც ჩეჩნეთში გარკვეული პროცესების განხორციელების მცდელობა ბრალდება. აფხაზების კითხვაზე, არსებობენ თუ არა ჩეჩნეთში ოპოზიციური პარტიები, საიდევი პასუხობს, რომ ასეთი რამ რესპუბლიკაში არ არსებობს, თუმცა, კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა, თუნდაც ბლოგის სახით ყველას შეუძლია.

აფხაზი საზოგადოება იმედოვნებს, რომ მათი დეპუტატები და თუნდაც "საზოგადოებრივი პალატა" ჩეჩნეთის კურსის გაზიარებაზე კატეგორიულ უარს იტყვის:

"ანუ რა გამოდის, ჩვენი მეგობარი ჩეჩნები ჯერ კიდევ დიად კომუნიზმში ცხოვრობენ?! რესპუბლიკაში სიმშვიდეაო, ჩვენმა სტუმრებმა - ვინღა გაბედავს რამის თქმას, როდესაც ყველა ციხეში შეყარეს ან დახვრიტეს, ან უბრალოდ "გააქრეს?"... ღმერთი არ გაგიწყრეთ ხაჯიმბას ხელისუფლებავ და კადიროვობა არ მოინდომოთ, თორემ ერთ დღეს მთლიანად რომ გავწყდეთ, ამას ვერ ეღირსებით", - წერს სოხუმელი ანია სუხუმსკი.

"რა ჯოჯოხეთში და მონობაში ცხოვრობენ თურმე. კადიროვი ყოფილა მეფე და დანარჩენები მონები. მათთვის კადიროვი "კუმირიაო". არ იქნება და თავადაც აღარ იქნებიან ამ დედამიწაზე და მორჩა. მსოფლიო საზოგადოება ევროპისკენ, განათლებისკენ მიიწევს, ჩვენ კი სიბნელისკენ ვიხედებით, სადაც ერთ ქვეყანას კადიროვი მართავს და ყველა ბედნიერია", - წერს ლიანა დარსანია.

"ჩეჩნეთთან დაახლოებისა და დამეგობრების გზა როდის მერე ავირჩიეთ, სირიამ რომ გვაღიარა და ასობით ლტოლვილის მიღება რომ მოგვიწევს? როდემდე ვიცხოვროთ ამ ფარსში? კადიროვის მმართველობიდან უნდა ავიღოთ მაგალითი, რომ აფხაზეთში სიმშვიდე და განვითარება იყოს? პუტინის ფავორიტის დიქტატურას ჩვენი ნარკომანი და ლოთი დეპუტატები მირჩევნია, ხმის ამოღების უფლება მაინც გვაქვს", - წერს ომარ გუნია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი