ავტორი:

ნაძვის ხეების ფესტივალი 2018 იწყება!

ნაძვის ხეების ფესტივალი 2018 იწყება!

22 დეკემბერს, მეიდან ჯგუფის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით ძველი თბილისის ტერიტორიაზე (ბამბის რიგი, კინოს მოედანი) ჩატარდება ტრადიციული „ნაძვის ხეების ფესტივალი“.

ფესტივალის ფარგლებში, კინოს მოედანზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქართველი დიზაინერებისა და კომპანიების მიერ შექმნილი ორიგინალური ნაძვის ხეები, ხოლო ამის პარალელურად ბამბის რიგზე გაიმართება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის საახალწლო აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, ნაძვის ხის სათამაშოები და ტკბილეული. დღის განმავლობაში მოსულ სტუმარს საშუალება ექნება შეიძინოს ორიგინალური საახალწლო პროდუქცია, დაათვალიეროს წარმოდგენილი ნაძვის ხეები, მოუსმინოს სასიამოვნო ცოცხალ მუსიკას და გადაიღოს სამახსოვრო ფოტოები.

ნაძვის ხეების ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული ხელნაკეთი საახალწლო ნაძვის ხეები და აქსესუარები.

უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის ადგილმდებარეობას კონკრეტული დატვირთვა აქვს, ისტორიულად ბამბის რიგის მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდებოდა სხვადასხვა ტიპის ქსოვილები და ბამბეული (საიდანაც გამომდინარეობს სახელი). გამომდინარე აქედან, მეიდან ჯგუფი ცდილობს სრულად აღადგინოს ქუჩის ისტორიული ფუნქცია და ქუჩაზე ფართები მიზანმიმართულად დაუთმოს სხვადასხვა ქართველ დიზაინერებს.

ფესტივალი დღის 12:00 საათზე დაიწყება და საღამოს დასრულდება ჯგუფი „გობლინების“ მუსიკალური წარმოდგენით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი