ავტორი:

ფოთში თონეში აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

ფოთში თონეში აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თონეში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც თონეში მუშაობდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მამაკაცს სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია ჰოსპიტალში", - განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფოს მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

VIDEO: კადრები ფოთიდან, სადაც თონეში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო