ავტორი:

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობია

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობია

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, ვისთან გამართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს პირველ სამუშაო შეხვედრებს და მივიდა თუ არა ათონელზე მდებარე სასახლეში, თუმცა პრესსამსახურის განმარტებით, "მედიისთვის გასავრცელებელი ანონსი არ აქვს".

არსებული ინფორმაციით, ათონელზე მდებარე სასახლეში სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველ სტუმრებს სასტუმროში მიიღებს.

ამასთან, ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ათონელზე მდებარე სასახლეში სამუშაოები დასრულებული არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო ფლიგელში და ადმინისტრაციული ფლიგელი უკვე გარემონტებულია. ჟვანიამ არ გამორიცხა, რომ 2-3 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ სასახლის ადმინისტრაციულ ნაწილში იმუშაოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები