ავტორი:

რომელი სათამაშოების შეძენაა შესაძლებელი საახალწლო საჩუქრად 200 ლარიანი ბიუჯეტით?

რომელი სათამაშოების შეძენაა შესაძლებელი საახალწლო საჩუქრად 200 ლარიანი ბიუჯეტით?

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში შედის საახალწლო სამზადისი და განსაკუთრებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისთვის სასურველი საჩუქრების შერჩევის პროცესი. ხშირად მშობლების ბიუჯეტი შეზღუდილია და ვცდილობთ ბავშვების სურვილები ჩვენს შესაძლებლობებს მოვარგოთ.

გთავაზობთ იმ პოპულარული სათამაშოების სიას, რომელთა შეძენასაც საახალწლოდ 200 ლარიანი ბიუჯეტით შეძლებთ და რომელიც ნებისმიერი ბავშვისთვის სასურველი საჩუქარი იქნება.

1) ტრასები და საკოლექციო მანქანები: მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Hotwheels-ის სათამაშო მანქანები და ტრასები მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სათამაშოებს შორის უკვე წლებია არ თმობს მოწინავე პოზიციებს. ბავშვები და არამარტო ბავშვები წლების განმავლობაში აგროვებენ მინი მანქანებისა და მათთვის განკუთვნილი ტრასების კოლექციებს. თითოეული ტრასის დაკავშირება შესაძლებელია სხვა ტრასებთან და საბოლოო ჯამში, ერთი დიდი ქალაქის აწყობა, რაც განსაკუთრებულ ინტერესს აჩენს ბავშვებში. ეს არის საჩუქარი რომლის შეძენითაც თქვენს ოჯახში თითოეული ბავშვის გახარებას შეძლებთ, რადგან ამ სათამაშოთი გართობა ერთდროულად სწორედ რამდენიმე ადამიანს შეუძლია.

2) იმიტაციის სათამაშოები:

თანამედროვე ბავშვები სულ უფრო და უფრო ინტენსიურად გამოთქვამენ სურვილს ჰქონდეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს რეალურ სიტუაციებთან მიახლოებული აქტივობები რეალურად გამოსცადონ. ასეთია მაგალითად სამზარეულოსა და მანქანის სახელოსნოების იმიტირებული ნაკრებები. საერთაშორისო ბრენდი ecoiffier-ი ამგვარი სათამაშოების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, რომელთა სხვადასხვა სახეობის შეძენასაც 200 ლარინაი ბიუჯეტით ნამდვილად მოახერხებთ.

3) თოჯინები სხვადასხვა ფუნქციით:

ბოლო პერიოდში ასევე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ის თოჯინები, რომლებიც იძლევა საშუალებას, პატარებმა გამოსცადონ ნამდვილ ბავშვებზე ზრუნვა, შეძლონ მისი მოვლა, კვება, ტანსაცმლის გამოცვლა. ამგვარი თოჯინები ბავშვებში აღვივებს მზრუნველობის მოთხოვნილებას. ამგვარი თოჯინების ფართო ასორტიმენტს და რაც მთავარია, მაღალ ხარისხს გვთავაზობს ესპანური ბრენდი Nenuco, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა ფუნქციით დატვირთულ თოჯინებს საინტერესო ფუნქციებითა და აქსესუარებით.

ამ და სხვა უამრავი ჯადოსნური სათამაშოს შეძენა კი შეგიძლიათ სათამაშოების მაღაზიათა ქსელში „პეპელა“

„პეპელა“ - სანტას ოფიციალური პარტნიორი!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი