ავტორი:

დავით კირკიტაძემ პოლიციაში მისვლა გადაიფიქრა და სასამართლოში დაკითხვას ითხოვს

დავით კირკიტაძემ პოლიციაში მისვლა გადაიფიქრა და სასამართლოში დაკითხვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე, რომლის სახლთანაც დღეს დილით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, საგამოძიებო უწყებაში მისვლას აღარ აპირებს.

როგორც კირკიტაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, თუკი მისი დაკითხვა უნდათ, სასამართლოში დაკითხონ.

"კრიმინალი გახარიას დღის წესრიგის დაცვას და მისი ნება-სურვილით აქეთ-იქით სიარულს არ ვაპირებ. თუ ჩემი დაკითხვის სურვილი აქვთ, სასამართლოში მივცემ ჩვენებას", - განაცხადა კირკიტაძემ.

დღეს დილით კირკიტაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მასთან მისულ პოლიციას სახლის კარი არ გაუღო, რადგან საგამოძიებო უწყებაში მისვლას თავად აპირებს.

"ჩემს სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, მათ დატოვეს სადარბაზო და შორი-ახლოს იმყოფებიან. ახლა მე თვითონ ვემზადები და ვაპირებ, რომ გადავიდე პოლიციაში", - აღნიშნა სააგენტოსთვის რამდენიმე საათის წინ გაკეთებულ კომენტარში კირკიტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები