ავტორი:

ვინ იყო ქართველი ქალი, რომელმაც კოკო შანელის მეგობარს ქმარი წაართვა

ვინ იყო ქართველი ქალი, რომელმაც კოკო შანელის მეგობარს ქმარი წაართვა

რთული სათქმელია, არის თუ არა სხვისი ოჯახების დანგრევისადმი მისწრაფება გენეტიკური "დაავადება", მაგრამ თუკი მსგავსი რამ არსებობს, ეს სენი მდივნების ოჯახის თითქმის ყველა წევრს შეეყარა.

წინა ბლოგში დავით მდივანის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ მოგიყევით. ახლა კი მისი დის - რუსუდანის ისტორიას გიამბობთ. მანამდე კი მამის შესახებ ვისაუბრებ:

თავადი ზაქარია მდივანი აზნაური გახლდათ, რომელმაც ჯერ გენერლის ჩინი მოიპოვა, შემდეგ კი საბუთების გაყალბების გზით ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. ის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი იყო, რასაც მისი და ნიკოლოზ მეორის საერთო ფოტოც ადასტურებს. ზაქარია რუსეთის არმიაში მსახურობდა, რისთვისაც მრავალი ჯილდოც მიუღია. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა. იყო დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. ერთხანს ქართული არმიის მთავარსარდალიც გახლდათ.

1921 წელს ოჯახი ბოლშევიკებისგან თავის დაღწევის მიზნით ემიგრაციაში წავიდა. ამ პერიოდში ოჯახმა უმძიმესი გაჭირვება გამოიარა. ისინი თავის გადარჩენისთვის ვერც ფიზიკურ სამუშაოზე ამბობდნენ უარს. ალექსი 13 წლის ასაკში მტვირთავად მუშაობდა, შემდეგ "პეჟოს" ქარხანაში მუშად მოეწყო. უფროსმა ძმებმა, დავითმა და სერგომ ამერიკას მიაშურეს, სადაც ერთ-ერთი ქართველის რადიოსახელოსნოში დასაქმდნენ.

რუსუდანი საფრანგეთში დარჩა და საყვარელ საქმეს, მოქანდაკეობას მოჰკიდა ხელი. მეგობრობდა პარიზში ჩასულ ქართველ მხატვრებთან - დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანსა და ქეთევან მაღალაშვილთან...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი