ავტორი:

სანტას ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ცნობილია!

სანტას ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ცნობილია!

ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად დღითიდღე იზრდება კომპანიების მიერ საინტერესო კამპანიებისა და შეთავაზებების სია. ერთგული მომხმარებლებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად ისინი სხვადასხვა საშუალებას იყენებენ.

სულ ახლახან კი სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო ვიდეო გამოჩნდა, სადაც ჩანს გვიან ღამით სანტა და მისი ელფები როგორ შედიან სათამაშოების მაღაზიაში და იქ უამრავ სათამაშოს ალაგებენ თაროებზე. თანაც თითოეული სათამაშო კონკრეტული ბავშვისთვის არის განკუთვნილი და ბავშვების სია კი საკმაოდ ვრცელია.

ვიდეო-რგოლი ეკუთვნის სათამაშოების მაღაზიათა ქსელს „პეპელა“, რომელიც წელს სანტას ოფიციალური პარტნიორია.

„საახალწლო პერიოდი თითოული ბავშვისთვის სურვილების ახდენასთან, საოცრებებთან, ჯადოსნურ გარემოსთან ასოცირდება. ახალ წლამდე ბავშვები ადგენენ სასურველი საჩუქრების ვრცელ სიას, წერენ წერილებს სანტას, რათა დაუმტკიცონ რომ ნამდვილად იმსახურებენ მოთხოვნილ საჩუქრას, თუმცა პასუხს სანტასგან იშვიათად იღებენ. წელს სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელაში“ ჯადოსნური სათამაშოების ნამდვილად ყველაზე ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ჩვენს მაღაზიაში თითოულ ბავშვს პერსონალური წერილი დახვდება სანტასგან და თითოული საჩუქარი სწორედ მხოლოდ პერსონალურად მისთვის განკუთვნილი სტიკერებით გაფორმდება. აღნიშნული ვიდეო რგოლიც ჩვენი კამპანიის ნაწილია, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს ლაპლანდიიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა საჩუქრებს ჩვენს თაროებზე გიორგისთვის, ანისთვის, ნიკასთვის, ლილესთვის და სხვა უამრავი ბავშვისთვის,“ - განგვიმარტეს „პეპელას“ მარკეტინგის სამსახურში.

ვიდეოს სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2A1bwnA

პეპელა - სანტას ოფიციალური პარტნიორი!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი