ავტორი:

ვრცელდება კანონდარღვევის ამსახველი კადრები, რომელიც სავარაუდოდ, დავით კირკიტაძის დაკავების მიზეზი გახდა

ვრცელდება კანონდარღვევის ამსახველი კადრები, რომელიც სავარაუდოდ, დავით კირკიტაძის დაკავების მიზეზი გახდა

ვრცელდება კანონდარღვევის ამსახველი კადრები, რომელიც სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავების მიზეზი გახდა. კადრები გურჯაანის რაიონის, სოფელ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას არის გადაღებული და ჩანს, როგორ ურტყამს ავტობუსზე ამძვრალი კირკიტაძე ფეხს პოლიციელს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი პოლიციამ რამდენიმე საათის წინ კახეთში დააკავა. დაკავების მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია.

დაკავებისას კომენტარი გააკეთა კირკიტაძემ: "საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა - იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული, შეშინებული პოლიცია", - განაცხადა მან.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავების ფაქტზე ოფიციალური განმარტება გააკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე.

მათივე განცხადებით, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო-მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

VIDEO: კანონდარღვევის ამსახველი კადრები, რომელიც შესაძლოა, დავით კირკიტაძის დააკავების მიზეზი გახდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ