ავტორი:

ვაშაძის პასუხი კალაძეს - "თუ ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით..."

ვაშაძის პასუხი კალაძეს - "თუ ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით..."

ეჭვი მაქვს, რომ მას არ ჰყოფნის განათლება, რათა გაიგოს რას ამბობს ადამიანი, - ასე პასუხობს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, არც მას და არც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს სახელმწიფოს გადატრიალებისკენ მოწოდება აქ ჰქონიათ. მისივე განცხადებით, მას შეურაცხყოფას გინებით ვერ მიაყენებენ, ვინაიდან მისთვის შეურაცხყოფის მიყენება მხოლოდ მის თანასწორს შეუძლია.

"ეჭვი მაქვს არ ჰყოფნის განათლება იმისთვის, რომ გაიგოს ადამიანი რას ამბობს. სად არის მოწოდება, სახელმწიფოს გადატრიალებაზე?! 5 თვეა ვიმეორებთ, რომ ყველაფერი იქნება კონსტიტუციურ ფარგლებში და თუ ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით, შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, "გრიგოლა" ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე და ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა. კალაძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა.

„გაკოტრებული პოლიტიკური პარტია საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაისროლა და გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი, ასე რომ ვთქვათ, დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი გაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, - განაცხადა კალაძემ.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"