ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსისტეში სტარტაპების დემო დღე გაიმართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსისტეში სტარტაპების დემო დღე გაიმართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებმა საკუთარი სტარტაპ-იდეები, რომლებზეც მთელი სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ ბიზნეს და IT კომპანიებს წარუდგინეს. კომპანიებს შორის, რომლებიც BTU-ს სტუდენტების სტარტაპებს გაეცნენ, იყო "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო" (GITA), IT კომპანია "UGT", IT კომპანია "BETA", McCann Erickson, "ლურჯი ოკეანე" და საქართველოს ბანკი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე, თბილისის მერიის წარმომადგენლებიც.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, სტუდენტების სამომავლო სტარტაპების ხელშეწყობა. მათივე ცნობით, სტუსენტებმა გაიარეს ერთგვარი რეპეტიცია იმისათვის, რომ მომავალში თავიანთი ბიზნეს-იდეების უკეთ განვითარება და დაფინანსების მოპოვება შეძლონ. შეხვედრაზე პირველკურსელებმა ბიზნესის წარმომადგენლებისგან რჩევები და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს.

წარმოდგენილ სტარტაპებს შორის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რჩეული გოგონების გუნდი გახდა, რომელთა სტარტაპიც ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის მიზნით, ონლაინ-პლატფორმის შექმნას გულისხმობს.

"YouMatter.ge არის საიტი, რომელიც მოიცავს ონლაინ, როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური ჩატის საშუალებით ფსიქოლოგიურ დახმარებას მოხალისეებისგან („მსმენელებისგან“) და ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისგან. საიტზე იქნება ორი სახის სერვისი - უფასო (საუბარი მსმენელთან და პირველი სეანსი ფსიქოლოგთან) და ფასიანი (საუბარი პროფესიონალ ფსიქოლოგთან სასურველი რეჟიმით). პრობლემების დაძლევაში მომხმარებელს ასევე დაეხმარება „მიღწევების გვერდი“, სადაც ისინი ასახავენ მიზანს და დააფიქსირებენ ყოველდღიურ მიღწევებს" - აცხადებენ სტარტაპის ავტორები.

გამარჯვებულ გუნდს BTU ერთსემესტრიან სტიპენდიას გადასცემს. ასევე, BTU-ს ინფორმაციით, მერიის აქსელერატორის პროგრამა ორი სტარტაპ-იდეით დაინტერესდა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.