ავტორი:

ვაშაძე კირკიტაძისთვის ბრძოლას აპირებს - "სააპელაციოში მივალთ, რომელიც ტარაკნებივით არის გაჯერებული „ქოცი“ მოსამართლეებით"

ვაშაძე კირკიტაძისთვის ბრძოლას აპირებს - "სააპელაციოში მივალთ, რომელიც ტარაკნებივით არის გაჯერებული „ქოცი“ მოსამართლეებით"

ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დათო კირკიტაძე გამოვიყვანოთ, სააპელაციო სასამართლოში მივალთ, რომელიც ტარაკნებივით არის გაჯერებული „ქოცი“ მოსამართლეებით, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა, რომელმაც დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მისი თქმით, დავით კირკიტაძის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„ვინც არის ოპოზიციურად განწყობილი და აზროვნებით ფარცხალაძისგან განსხვავდება, ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, თქვენ ყველა, ვისაც კონსტიტუცია, სამართალი და კანონი გინდათ ამ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე ხართ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აპირებენ იმისთვის ბრძოლას, რომ დავით კირკიტაძე ციხიდან გამოიყვანონ.

„სააპელაციო სასამართლოში მივალთ, რომელიც ტარაკნებივით არის გაჯერებული „ქოცი“ მოსამართლეებით. აუცილებლად ბოლომდე მივყვებით და დათოს აუცილებლად გამოვიყვანთ. ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ეს თქვენ სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ ეს არის პათოლოგიური შიშის, პარანოიის ნიშანი“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს