ავტორი:

"ვისოლ ჯგუფმა" თბილისში "დანკინის" კიდევ ერთი რესტორანი გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" თბილისში "დანკინის" კიდევ ერთი რესტორანი გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" თბილისის ისტორიულ ცენტრში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, "დანკინის" კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. "ვენდისა" და "დანკინის" ბრენდის ქვეშ მომუშავე რესტორნის გახსნას "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და სხვა პირები ესწრებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებს "დანკინის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ განუცხადა, ეს რესტორანი "დანკინის" რიგით ოცდამეოთხეა, სულ კი "ვისოლ ჯგუფი" 2019 წელს 37 რესტორნით ხვდება.

"ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ თბილისის ისტორიულ უბანში ეს რესტორანი განსხვავებული სტილით გავხსენით. შევეცადეთ, რომ აქ ყოფილიყო ქართული ხასიათი. თქვენ ხედავთ, რომ ქართველმა დიზაინერებმა ამ მიზნით ბევრი იმუშავეს. შევეცადეთ, რომ კედლების ნაწილი აგურისვე დარჩენილიყო. ამასთან, კედლების ნაწილი "დანკინის" თემატიკაში მოვხატეთ. ასე რომ, ამით რესტორანში ჩვენი ქართველი მომხმარებლებისა და ქვეყნის უცხოელი სტუმრებისთვის კარგი ატმოსფერო შეიქმნა", – განაცხადა „დანკინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.

გამორჩეული ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის "დანკინი" შეუცვლელი თავშეყრის ადგილი გახდა. ყავის პროდუქტების გარდა, "დანკინის" რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი და სხვა. კომპანიის ბრუნვის 25% კი ყოველდღიურად ახალ, მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის, რომლებიც თბილისში არსებულ დონატების ქარხანაში იწარმოება და დღეში ორჯერ მიეწოდება "დანკინის" რესტორნებს. "ვენდის" რესტორნებისთვის კი „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2017 წლიდან პური, საქონლისა და ფრინველის ხორცი საქართველოში მზადდება.

(R)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ