ავტორი:

ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - "ის ძალიან სუსტი ფიგურაა, მან უნდა იცეკვოს "ქართული ოცნების" დაკრულზე"

ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - "ის ძალიან სუსტი ფიგურაა, მან უნდა იცეკვოს "ქართული ოცნების" დაკრულზე"

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. მან უნდა იცეკვოს "ქართული ოცნების" დაკრულზე, მეტი გამოსავალი არ აქვს,- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებას.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ მაღალი "ფასი" გადაიხადა, ამიტომ მას მოუწევს მათი აზრების გათვალისწინება.

"გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს რეალური ლეგიტიმაცია, თვითონაც აცნობიერებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად ასმაგი გადაიხადა მის გაპრეზიდენტებაში. მე არ ვამბობ მხოლოდ რესურსების ღირებულებაზე, პოლიტიკური "ფასი" გადაიხადა ძალიან მაღალი, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ის ძალიან სუსტი ფიგურაა ჯერჯერობით ამ პოლიტიკურ დაფაზე. ხვალ და ზეგ არ გამოვრიცხავ ეს მობეზრდეს. ბუნებრივია, მან უნდა იცეკვოს "ქართული ოცნების" დაკრულზე, მეტი გამოსავალი მას არ აქვს",- განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი - მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები