ავტორი:

"რუსეთიდან ჩამოყვანილი ცოფიანი ძაღლი..." - რას პასუხობს სააკაშვილი გახარიას კირკიტაძეზე გაკეთებული განცხადების გამო

"რუსეთიდან ჩამოყვანილი ცოფიანი ძაღლი..." - რას პასუხობს სააკაშვილი გახარიას კირკიტაძეზე გაკეთებული განცხადების გამო

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე შს მინისტრ გახარიას გუშინდელ საპარლამენტო გამოსვლას ეხმაურება. სააკაშვილი გახარიას დავით კირკიტაძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

"რუსეთიდან ჩამოყვანილი ცოფიანი ძაღლი. ესაა თვითონ სასწრაფოდ გალიაში ჩასასმელი, მეტი რომ არავინ დაკბინოს", - წერს სააკაშვილი.

დათო კირკიტაძე სწორად "ჩავაგდეთ" და სხვებსაც "ჩავაგდებთ", ვინც ამას დაიმსახურებს, - ამის შესახებ პარლამენტში, ოპოზიციის წარმომადგენლებთან სიტყვიერი კამათისას შს მინისტრმა განაცხადა.

მანამდე კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ გახარიას უთხრა, რომ ახალქალაქში თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ, ხოლო დავით კირკიტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში "ჩააგდეს".

შეგახსენებთ, დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გახარიას ანგარიში; ოპოზიციის პოზიცია; ხელისუფლების გეგმები

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"მაგარი კი არა, კურდღლები ხართ!" - პრემიერი ოპოზიციას