ავტორი:

ტოპ 14 სათამაშო 40 ლარიდან-სპეციალური შეთავაზება სათამაშოების მაღაზია "პეპელასგან"

ტოპ 14 სათამაშო 40 ლარიდან-სპეციალური შეთავაზება სათამაშოების მაღაზია "პეპელასგან"

ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, ამიტომ საახალწლო საჩუქრებიც მალე უნდა ავარჩიოთ. ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მოთხოვნადი საჩუქარი სათამაშოებია. ამ დროს ყველა მაღაზია თავის არჩევანს გვთავაზობს, თუმცა, რა თქმა უნდა, აქციები და ფასდაკლებები განსაკუთრებით გვაინტერესებს.

მაღაზიათა ქსელმა "პეპელამ", რომელმაც ბოლო დღეებში მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაკადი მიიღო, 14 ყველაზე გაყიდვადი სათამაშოს ჩამონათვალი შეადგინა და მათზე განსაკუთრებული ფასდაკლება დააწესა. ეს სათამაშოები 40, 60 და 80 ლარი ღირს. თუ "პეპელას" პროდუქციის პრემიუმ ხარიხსს გავითვალისწინებთ, ფასები მართლაც დაბალია.

ამ 14 პეროდუქტიდან წარმოგიდგენთ 5 სათამაშოს.

მეზღაპრე დათუნია

ეს პირველი სათამაშოა, რომელიც ზღაპრებს ქართულ ენაზე ყვება. დათუნიამ 4 ზღაპარი იცის: კომბლე, წითელქუდა, ნაცარქექია, რწყილი და ჭიანჭველა. ხანდახან, როცა დაღლილი იქნებით, ზღაპრების მოყოლით ეს დათუნია გაართობს თქვენს შვილს.

ვეტერინარული კლინიკა

ბავშვები ყველაზე ხშირად ორ რამეზე ოცნებობენ - ექიმობასა და ცხოველების ყოლაზე. ამ კლინიკაში ისინი ორივე ოცნების რეალიზებას შეძლებენ. სათამაშო 15 ნაწილისგან შედგება და 18 თვიდან არის რეკომენდებული. წარმოებულია საფრანგეთში.

ფორმულა ერთის კონსტრუქტორი

ბევრი ბავშვისთვის ეს საოცნებო სათამაშო 500-ზე მეტი ნაწილისგან შედგება და 7 წლიდან არის რეკომენდებული. ეს კონტრუქტორი ჰოლანდიური წარმოებისაა.

საბანაო კუთხე

თოჯინის ბანაობა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თამაშია. ეს მწარმოებლებმაც გაითვალისწინეს და სპეციალურად შექმნეს თოჯინის საბანაო კომპლექტი. სათამაშო ფრანგული წარმოებისაა და 18 თვიდან მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია.

რადიომართვადი ვერტმფრენი

8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვისთვის ეს ძალიან საინტერესო და აზარტული სათამაშოა. ვეტფრენის ზომა 23 სანტიმერია და 6 ფუქნცია აქვს. ეს სათამაშოც ევროპული წარმოებისაა, კერძოდ, იტალიური.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი